
საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების საკითხებზე შეხვედრა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა (CIP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით გამართა. შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში დაიგეგმა.
საქართველოში კარტოფილი მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს და ის დაახლოებით 25 000 ჰექტარზე იწარმოება. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის საბაზისო კვლევები ჩაატარა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის განვითარების გეგმა შეიმუშავა. გეგმა ახალი გენოტიპების შემოტანას, შერჩეულ ჯიშებში ვირუსებისადმი გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის შექმნას, ჯიშობრივ კვლევებს, ექსტენციონალისტებისა და ფერმერების გადამზადებას, ტექნიკის ადაპტაციას, თესლის სიჯანსაღეზე მონიტორინგს, სერტიფიცირებული თესლის სტრატეგიულ გამოყენებას, საბაზრო ჯაჭვის კვლევებს და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების ანალიზს, ჯანსაღი სათესლე მასალის მიღებით მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ თესლის სერტიფიცირების შესახებ კანონი უკვე ძალაშია, რაც ფერმერებს დაეხმარებათ, გამოიყენონ ხარისხიანი სათესლე მასალა და ხარისხიანი პროდუქტი მიიღონ. სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 80-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 30-მდე წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი. შეხვერდას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაცია ქეას, საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორპსის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, USAID-ის, აკრედიტაციის ცენტრის და საქპატენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმოდგენილი პრეზენტაცია და ფაილები:
- საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება (საპრეზენტაციო ფაილი);
- სათესლე კარტოფილის გაუმჯობესების გეგმა საქართველოში (საპრეზენტაციო ფაილი);
- კარტოფილის სათესლე სისტემა საქართველოში საბაზო კვლევა;
- სათესლე კარტოფილის გაუმჯობესების გეგმა საქართველოში;
- საკარტოფილე ნაკვეთების გამოყენება რეგიონებისა და ზომების მიხედვით;
- საბაზო კვლევა ანალიზი ეროვნულ დონეზე ჯანსაღი თესლის ინტეგრირებული სტრატეგიების შესაქმნელად.
მედია-მხარდაჭერა:
- “ჰოლიდეი ინ”-ში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა – NewsPress
- საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა – MediaNews
- საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა – FrontNews
- საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება – IPN
- საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება – Fortuna
- მეკარტოფილეობის გავითარებისთვის ჩატარებული კვლევები – StuNet