კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახორციელებს სამ წლიან პროექტს „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად (ADA) მხარდაჭერილი 2017 წლის ივლისიდან
წინამდებარე საიტი იძლევა ინფორმაციას საქართველოში განხორციელებული პროექტის შესახებ, მცირე-მეწარმეთა საარსებო საშუალებების გაუმჯობესების მიზნით, კარტოფილის წარმოებაში ჯანსაღი თესლის ინტეგრირებული სისტემების იმპლემენტაციით. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის მთავრობის მიერ და გრძელდება 2017 წლის ივლისიდან - 2020 წლის ივნისამდე.
მიზანი #1
საქართველოსთვის სათესლე გეგმის შემუშავება ჯანსაღი თესლის ინტეგრირებულ პრინციპებზე დაფუძნებული (ISH)
მიზანი #2
დღევანდელ სერტიფიცირებულ სათესლე სისტემებში არსებული სისუსტეების დადგენა და მოგვარება, სუფთა თესლთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით
მიზანი #3
ფერმერთა გადამზადების გეგმის შემუშავება და ინტეგრირება მეურნეობაში წარმოებული თესლის მენეჯმენტისთვის, მოქმედ ფერმერთა-დატრეინინგების ქსელში
მიზანი #4
ვირუსისადმი რეზისტენტულობის მქონე კარტოფილის ახალი ჯიშების გამოვლენა და ხელშეწყობა, როგორც ISH სტრატეგიის ნაწილი
Sign up to receive the latest offers and news in industry.
Offer valid only for new email subscribers. Enter your email address and receive 15% off your first order and a promo code will be sent to your inbox. Exclusions apply.