ISHPOTATO

GET IN TOUCH: WWW.CIPOTATO.ORG
  • English
  • Georgian
  • Homepages – ARIES
  • ABOUT US
    • CIP- ზოგადი ინფორმაცია
    • CIP-საქართველო
    • CIP-ის გენბანკი
    • კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი [ვიდეო-სიუჟეტი]
    • Potatoes on Mars
  • PROJECT INFO
    • პროექტის შესახებ
    • აქტივობები გაწერილი შესასრულებელი მიზნებისდა მიხედვით
    • მოსალოდნელი შედეგები
    • კვლევის მეთოდოლოგია და პროცედურები
    • ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული (ISH) სტრატეგია
    • დონორების დამოკიდებულება
    • ჩვენი პარტნიორები
    • კარტოფილი  საქართველოში
    • ბენეფიციარები
  • MEDIA
    • სიახლეები
    • Events
    • Gallery
    • Media Coverage
  • Home
  • სიახლეები
  • News
  • საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა

საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა

by ishpotato / კვირა, 30 სექტემბერი 2018 / Published in News

საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების საკითხებზე შეხვედრა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა (CIP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით გამართა. შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში დაიგეგმა.

საქართველოში კარტოფილი მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს და ის დაახლოებით 25 000 ჰექტარზე იწარმოება. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის საბაზისო კვლევები ჩაატარა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის განვითარების გეგმა შეიმუშავა. გეგმა ახალი გენოტიპების შემოტანას, შერჩეულ ჯიშებში ვირუსებისადმი გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის შექმნას, ჯიშობრივ კვლევებს, ექსტენციონალისტებისა და ფერმერების გადამზადებას, ტექნიკის ადაპტაციას, თესლის სიჯანსაღეზე მონიტორინგს, სერტიფიცირებული თესლის სტრატეგიულ გამოყენებას, საბაზრო ჯაჭვის კვლევებს და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების ანალიზს, ჯანსაღი სათესლე მასალის მიღებით მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ თესლის სერტიფიცირების შესახებ კანონი უკვე ძალაშია, რაც ფერმერებს დაეხმარებათ, გამოიყენონ ხარისხიანი სათესლე მასალა და ხარისხიანი პროდუქტი მიიღონ. სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 80-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 30-მდე წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი. შეხვერდას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაცია ქეას, საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორპსის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, USAID-ის, აკრედიტაციის ცენტრის და საქპატენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმოდგენილი პრეზენტაცია და ფაილები:

  • საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება (საპრეზენტაციო ფაილი);
  • სათესლე კარტოფილის გაუმჯობესების გეგმა საქართველოში (საპრეზენტაციო ფაილი);
  • კარტოფილის სათესლე სისტემა საქართველოში საბაზო კვლევა;
  • სათესლე კარტოფილის გაუმჯობესების გეგმა საქართველოში;
  • საკარტოფილე ნაკვეთების გამოყენება რეგიონებისა და ზომების მიხედვით;
  • საბაზო კვლევა ანალიზი ეროვნულ დონეზე ჯანსაღი თესლის ინტეგრირებული სტრატეგიების შესაქმნელად.

მედია-მხარდაჭერა:

  • “ჰოლიდეი ინ”-ში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა – NewsPress
  • საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა – MediaNews
  • საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გეგმის განხილვა გაიმართა – FrontNews
  • საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება – IPN
  • საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართება – Fortuna
  • მეკარტოფილეობის გავითარებისთვის ჩატარებული კვლევები – StuNet

Workshop, Georgia sep 2018

News Feed

  • შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი!

  • Strategy and corporate plan 2014–23

  • Annual Report 2018 – “Towards food system transformation”

  • “კარტოფილის ფესტივალი”

  • კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (SRCA) გიწვევთ ღონისძიებაზე – “კარტოფილის ფესტივალი”

  • საინფორმაციო ვიდეო რგოლის „შეარჩიე საუკეთესო“ გადაცემა „აგრო სიახლეებ“- ში სატელევიზიო განთავსების მონიტორინგი

  • სერტიფიკატი ფერმერთა გაერთიანებული ორსეზონიანი (2018-2019) კვლევისათვის

  • სამუშაო შეხვედრა თემაზე – კარტოფილის თესლის სერტიფიცირების გზების განვითარება

  • კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) გიწვევთ ვორქშოფზე – კარტოფილის თესლის სერტიფიცირების სისტემის შექმნა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა

GET A FREE QUOTE

Please fill this for and we'll get back to you as soon as possible!

FUNDED BY THE REPUBLIC OF AUSTRIA

 

NEWSLETTER SIGNUP

By subscribing to our mailing list you will always be update with the latest news from us.

We never spam!

NEWS FEED

  • შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი!

  • Strategy and corporate plan 2014–23

  • GET SOCIAL

© 2018. All rights reserved.

TOP