
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ფერმერთა სახლში პროექტის „საქართველოს სასოფლო რეგიონებში შემოსავლის წყაროების გაზრდა, ჯანმრთელი თესლის ერთიანი მიდგომების დანერგვა კარტოფილის თესლის ადგილობრივ სისტემებში“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიული ორგანოს 9 სოფლის 23 ფერმერს ჩაუტარდათ ტრეინიგი თემაზე „შეარჩიე საუკეთესო“ ანუ პოზიტიური სელექცია (თეორიული ნაწილი). თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეთა შორის.
დაისვა კითხვები ძირითადად კარტოფილის უკეთესი თესლის მოვლა – მოყვანის შესახებ რომლებზეც ამომწურავი და კვალიფიციური პასუხები გასცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროს მეცნიერ თანამსრომელმა დალი წიკლაურმა. ტრეინინგის მონაწილეებს დაურიგდათ ბუკლეტები და ორი კატეგორიის კითხვარი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. პირველი კატეგორიის კითხვარის შევსებით ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ფერმერების, სოფლებისა და კარტოფილის კულტურით დაკავებული ფართობების შესახებ, ხოლო მეორე კატეგორიის კითხვარის შევსებით ინფორმაცია ფერმერების ცოდნისა და გამოცდილების შესახებ. ტრეინიგს ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკოსულტაციო ცენტრის სამსახურის უფროსი გერონტი სივსივაძე და უფროსი აგრონომ-სპეციალისტი ჯუმბერ შუბითიძე.