
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპლიტეტის European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development in Georgia (ENPARD II)-ის ოფისში „საქართველოს სასოფლო რეგიონებში შემოსავლის წყაროების გაზრდა, ჯანმრთელი თესლის ერთიანი მიდგომების დანერგვა კარტოფილის თესლის ადგილობრივ სისტემებში“ პროექტის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიული ორგანოს 12 სოფლის 25 ფერმერს ჩაუტარდათ ტრეინიგი თემაზე „შეარჩიე საუკეთესო“ ანუ პოზიტიური სელექცია (თეორიული ნაწილი).
დაისვა კითხვები ძირითადად კარტოფილის უკეთესი თესლის მოვლა – მოყვანისა და შენახვის შესახებ რომლებზეც ამომწურავი და კვალიფიციური პასუხები გასცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროს მეცნიერ თანამსრომელმა დალი წიკლაურმა. ტრეინინგის მონაწილეებს დაურიგდათ ბუკლეტები და ტრეინიგისათვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარები. ტრეინინგს ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკოსულტაციო ცენტრის სამსახურის უფროსი რამაზ გოგოლაძე, ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი, European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development in Georgia (ENPARD II)-ის პროგრამის ოფიცერი სერგეი შახბეკიანი და საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის ( GIPA) ახალქალაქის ლიდერ კოორდინატორი სერგეი ხაჩატრიანი.