
საერთაშორისო ექსპერტები ხორხე ანდრადე-პიდრა, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი, გრეგორი ფორბსი, დამოუკიდებელი კონსულტანტი და პროფესორი აჰმად მანჩადი, უნივერსიტეტი ბოკუ, ავსტრია სამუშაო ვიზიტით იმყოფებიოდნენ საქართველოში. ექსპერტებმა შეაფასეს მდგომარეობა კარტოფილის მინდვრულ ცდებზე და ჩაატარეს სამდღიანი ტრეინინგების კურსი შემდეგ საკითხებზე:
- სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების სიმულირება (APUIM );
- პოსიტიური სელექცია და თესლის დეგენერაციის ძირითადი საფუძვლები და მოდელირება.
2018 წლის 1-3 მაისს ტრეინინგები ჩატარდა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების მეცნიერთათვის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. 88 მონაწილე დაესწრო ტრეინინგების კუსრსს ტრენერთათვის, სადაც მიმოიხილეს მოსავლის და თესლის დეგენერაციის ძირითადი საფუძვლები. კურსის მონაწილეებმა შექმნეს მოსავლისა და თესლის დეგენერაციის მოდელები სხვადასხვა ნიადაგულ-კლიმატური პირობების მქონე ფერმერული მეურნეობებისათვის საქართველოს მაგალითზე.
დამატებითი ინფორმაცია კურსზე:
მოსავლის მოდელირება APSIM გამოყენებით
ასოცირებული პროფესორი, დოქტორი აჰმად მანჩადი
სასოფლო სამეურნეო წარმოების სისტემების იმიტატორი (APSIM) წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ, როგორც ერთერთ ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი მოსავლიანობის სისტემების მოდელს, გენეტიკური ფაქტორების ეფექტების, გარემოს ცვალებადობისა და წარმოების მართვის გადაწყვეტილებების (კულტურების, საძოვრების, მეტყევეობის, მეცხოველეობის) და გარემოს ცვლილებების (მაგ: ნიადაგის ეროზიის, ნიტრატების გამოტუტვის) სიმულირებისთვის (http://www.apsim.info/).
APSIM აერთიანებს ზოგადი მოსავლიანობის მოდელს, რომელიც იყენებს 20-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის კულტურების ზრდადობისა და განვითარების პროცესების სიმულირებისთვის გაწერილ რუტინას. APSIM გარემოსდაცვითი მოდულები აფიქსირებენ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა: კლიმატისა და ამინდის, ნიადაგის მახასიათებლების (მაგ: წყლის ბალანსი, საკვები ელემენტები, pH, ტემპერატურა), წარმოების ნარჩენებისა და ეროზიის ცვლილებები. მენეჯმენტის მოდულები იძლევიან მენეჯმენტის წესების მოცემულ გარემოებებში დაკონკრეტების შესაძლებლობებს, რომელიც მოიცავს ცვლადებს დაკავშირებულს კულტურების ჩათესვასთან, მოსავლის აღებასთან, ანეულ ხვნასთან, ნიადაგის დამუშავებასთან, სასუქების გამოყენებასთან, საძოვრების მენეჯმენტთან, ჩათესვის ინტენსივობასთან და შუალედური კულტურების მოყვანასთან. APSIM გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი, რომელიც გამოიხატება ფერმერული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერაში, წარმოების ფერმერული სისტემების შექმნაში ან რესურსების მართვის მიზნების ჩამოყალიბებაში, კულტურების შეწყვილების სტრატეგიების წარმართვაში, მთავრობის პოლიტიკის რისკების შეფასებაში და კლიმატის ცვლილებებისა და ცვალებადობის ადაპტაციისთვის მენეჯმენტის არჩევანის შეფასებაში.
კურსი მიზნად ისახავს APSIM გამოყენებაში ტრეინინგით უზრუნველყოფას. იგი წარმოადგენს ძალიან პრაქტიკულ ტრეინინგს მცირე პრეზენტაციებისა და სავარჯიშოების ერთობლიობით, რომელიც ასევე მოიცავს APSIM ზოგადი ტრეინინგის სახელმძღვანელოს: http://www.apsim.info/Documentation/TrainingManualsandResources/APSIMGeneralTrainingManual.aspx
სალექციო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- APSIM მომხმარებელთა ინტერფეისი: როგორ ავაგოთ, ვმართოთ და გრაფიკულად ავსახოთ სიმულაცია
- კულტურების ზრდადობისა და განვითარების მოდელირების პრიციპები
- ნიადაგში წყლის მარაგი არსებული მცენარეების მოდელირება
- აზოტის დინამიკის მოდელირება – ნიადაგში აზოტის მარაგი და მცენარეების მიერ მისი ათვისება
სათესლე კარტოფილის დეგენერაციის არსი
ტრეინინგ კურსი მოიცავს სათესლე კარტოფილის დეგენერაციის ეპიდემიოლოგიის ძირითად საფუძვლებს. განვიხილავთ ნაშრომს (თომას-შარმა და სხვები, 2015) რომელიც აღწერს თესლის დეგენერაციის კონცეფციასა და წარადგენს „ჯანსაღი თესლის ინტეგრირებულ სტრატეგიებს“, რომელიც აერთიანებს მასპინძელი მცენარეების რეზისტენტულობას, ფერმის მენეჯმენტის იარაღებსა და თესლის დეგენერაციის წინააღმდეგ ჯანსაღი სათესლე მასალის გამოყენებას. ასევე განვიხილავთ „თესლის დეგენერაციის რისკების შეფასების სქემას“ (თომას შარმა და სხვები, 2017) და მოსავლიანობის შემცირებაზე მოქმედი რამდენიმე ეპიდემიოლოგიური პარამეტრის ეფექტის შესაფასებლად პროგრამული უზრუნველყოფის (Shiny interface) გამოყენებას. ტრეინინგის დასრულების შემდეგ სტუდენტები გააცნობიერებენ კარტოფილის თესლის დეგენერაციის არსს და შესძლებენ ინტერვენციების შეთავაზებას, რომელიც აერთიანებს თესლის დეგენერაციის მართვის რამდენიმე ტაქტიკას.
ტრეინინგის კურსს წარუძღვებიან ჯორჯ ანდრადე-პიედრა (კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი) და გრეგ ფორბესი (დამოუკიდებელი კონსულტანტი).
ტრეინინგის მასალები:
- APSIM – სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების სიმულირება/იმიტატორი
- ჯანსაღი თესლის საწყისი პროპორციულობა
- პარამეტრები გამოყენებული თესლის დეგენერაციის რისკის შეფასების სქემაში
- ტრენერთა სახელმძღვანელო
- სცენარები (Eng.)
- გამოყვანის სცენარები ინსტრუქტორებისთვის (Eng.)
- რისკის შეფასების სტრუქტურა თესლის დეგენერაციისათვის (Eng. Presentation)
- თესლის დეგენერაციის რისკების შეფასების სტრუქტურის კალკულაცია
ჯგუფური მუშაობის შედეგები: კარტოფილის თესლის გადაგვარების მოდელირების სცენარები:
გამოხმაურება და კომენტარები:
გაეცანით ტრეინინგის მონაწილეთა შეფასებებს ამ ბმულზე