პროექტის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყაზბეგის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელ ბატონ კახაბერ ჯანუყაშვილთან ერთად მოინახულეს კარტოფილის ნათესები სიონსა და სნოში. რეგიონის საჭიროებებისა და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შეირჩა ოცდახუთი თესმი, სადაც რეგულარულად ჩატარდება მინდვრული პრაქტიკული მეცადინეობები პოზიტიური სელექციის გამოყენებაში კარტოფილის თესლწარმოებაში. პირველი გასვლა დაგეგმილია გუდაურის თემში 2018 წლის 25 ივლისს.