მოსალოდნელი შედეგები
გამოსავალი 1: სათესლე გეგმის შემუშავება
ექსპერტების გამოსავლენად, დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებულ პირველ ვორქშოპებზე გამოიყენებენ SIAC-ის მეთოდოლოგიას, თესლის სისტემების შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოსაპოვებლად. კვლევა შემუშავდება RTB-დან ქსელის გამოყენებით, ასევე ქსელში ცდომილებების შეტანით, დეგენერაციითა და კარტოფილის პროდუქტიულობის APSIM-ის მოდელირებით. ქსელური ანალიზის გამოყენებით განისაზღვრება თესლის სისტემების მონიშვნა (მაპინგი). საველე პირობებში, საცდელ ნაკვეთებში თესლის დეგენერაციის პროცესის შესაფასებლად გამოიყენებენ დეგენერაციის მოდელირებას. თესლის მოსავლიანობის ხარისხი (მენეჯმენტის შედეგად ნებისმიერი მოსავლის ზრდის პოტენციალი) შეფასდება დეგენერაციის მოდელირებისას მიღებული შედეგებითა და საცდელი ნაკვეთებიდან მიღებული დამატებითი მონაცემებით, APSIM-ის ზრდის სიმულატორით, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა კვლევებიდან გამომდინარე მოდელების იტეგრირების უზრუნველსაყოფად. მოდელირება ეხმარება სხვადასხვა გარემოებებში, სხვადასხვა ინტერვენციების ზემოქმედებისას შესაძლო წარმატების ალბათობის გამოთვლა/პროგნოზირებაში (მაგ: გარკვეული ჯიშის გარკვეულ ლოკაციაზე შესაძლო გახარების წარმატების წინასწარი განჭვრეტა). ABSIM-ის მოდელირება აყალიბებს აგრარულ უნივერსიტეტსა და ავსტრიაში, BOKU უნივერსიტეტს შორის კავშირს და წარმოადგენს ავსტრიელი პარტნიორის უნიკალურ კონტრიბუციას. პროექტის მსვლელობისას, პროფესორი მანშადი საქართველოს ეწვევა ორჯერ, მოდელირების ინტენსიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. პირველ ჯერზე, ვორქშოპის დასაწყისში, სტუდენტების შესარჩევად და მათი მოდელირების შესაძლებლობებში დასარწმუნებლად. ხოლო მეორეჯერ, პროექტის მსვლელობისას, ზედამხედველობის განსახორციელებლად. სტუდენტი დაყოფს 1 წელს ავსტრიაში, 6 თვეს სასწავლო კურსის დასაწყისში და 6 თვეს პროექტის ბოლოს, სადოქტორო დისერტაციის დასასრულებლად, საერთაშორისო გამოცდილების შესაძენად, საერთაშორისო კოლეგებთან და პარტნიორებთან საკუთარი ქსელის ჩამოსაყალიბებლად. სტუდენტი პირველად ეწვევა ავსტრიას, პროექტის მეორე სემესტრში, სასწავლო ვიზის აღებისთვის საკმარისი დროის გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოსთვის, სათესლე გეგმის შემუშავება მნიშვნელოვნად უკავშირდება CIP კვლევით პროგრამებში განხორციელებულ წინა მცდელობებსა და RTB-ის კლასტერებს, რომელშიც რამდენიმე სათესლე მცენარეა გამოყვანილი (მაგ: ეკვადორი და კენია) საქართველოს სათესლე კულტურების შესახებ შექმნილი ბროშურა RTB კლასტერში განახლდება, ვორქშოპებზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შესაძლებლობების კვლევას, რომელიც გულისხმობს თესლწარმოებში კერძო სექტორის ჩაბმას.
პროექტის ბოლოს, დაინტერესებული მხარეებისთვის დაგეგმილ ვორქშოპს, გამოიყენებენ დასრულებული პროექტის მიზნების პროგრესის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასევე გამოიყენებენ SIAC მეთოდოლოგიას, რომელიც იქნება ადაპტირებული საბოლოო ვორქშოპში, საჭირო ცვლადებზე მონაცემთა უზრუნველსაყოფად, საბოლოო ქსელის გასაანალიზებლად, სისტემაში ფაქტიური ცვლილებების შესაფასებლად. სისტემის ცვლილების მოდელირების გამარტივების მიზნით, ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი ტრენდის სახით, მომდევნო 5-15 წლის განმავლობაში.
გამოსავალი 2: სუსტი მხარეები ფორმალურ სათესლე სისტემებში
ვორქშოპებიდან გამოსული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, კარტოფილის თესვის სისტემის გასაანალიზებლად და მწარმოებლების მიერ დადგენილი სისუსტეების აღმოსაფხვრელად, გარკვეული ქმედებები იქნება გატარებული მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად.
სერტიფიცირების სტანდარტებისთვის და სათესლე კარტოფილის საერთაშორისო UNECE სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად -STANDARD S-1 (19), PM და PI განიხილავენ ევროპაში არსებულ სტანდარტებს და მოამზადებენ მოხსენებას/რეპორტს დაინტერესებული პირებისთვის ვორქშოპებზე წარსადგენად. ისინი მოამზადებენ სათანადო სტანდარტებისთვის რეკომენდაციების პროექტს, ვორქშოპებიდან მიღებული ინფორმაციისა და მათი ანალიზის საფუძველზე. CIP ექსპერტებისა და მწარმოებლების მიერ სათანადო განხილვის შემდეგ, რეკომენდაციები წარედგინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
PM და PI, GLC-თან და SRCA-თან სათანადო ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, შეაფასებენ საუკეთესო კანდიდატებს, დაავადებების გამოვლენისა (2) და თესლის გამრავლების პრაქტიკებში, ჩატარებულს ლაპორატორიაში, სათბურში და საცდელ ნაკვეთებში, რომელიც იყენებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე არსებულ (სმს) შენობა/დაწესებულებებს. ტესტირება ჩატარდება საექსპერიმენტო დიზაინისა და სტატისტიკური მოდელების გამოყენებით, რომელიც იძლევა სტატისტიკური შედარების გაკეთების შესაძლებლობებს.
RTB კლასტერებს შეუძლიათ პრიმიტიულ პირობებში, თესლის გამრავლების შესახებ უამრავი სატრეინინგო მასალის მოწოდება, რაც მიესადაგება საქართველოს ადგილობრივ პირობებს, ადაპტირებისა და თარგმნის შემდეგ. ადგილობრივ პირობებთან მორგებული სახელმძღვანელოს შემუშავების კოორდინირება განხორციელდება PM-ის პროექტის მიერ, მწარმოებლებთან სათანადო კონსულტაციის გავლის შემდეგ.
RTB გამოცდილებისა და (UNECE)-ის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების გათვალისწინებით, PI დაPM მოამზადებენ საველე ინსპექტირების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მოკლე მიმოხილვას/რეზუმეს და შემდგომ წარუდგენენ მას პირველ ვორქშოპზე, შემდგომი ინფორმაციისა და განხილვისთვის. საველე გადამზადების, სწავლების გეგმა ასევე შემუშავდება ვორქშოპზე. აღნიშნული პრაქტიკები შეფასდება და განიხილება სულ მცირე ხუთი ინსპექტორის მიერ. შედეგები შეფასდება დაინტერესებული მხარეების მიერ საბოლოო ვორქშოპზე და წარედგინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
გამოსავალი 3. ფერმერთა გადამზადების გეგმა წარმოებული თესლის მენეჯმენტისთვის
ღია ვორქშოპებზე, PI და PM განიხილავენ მეუნეობაში წარმოებული თესლის მენეჯმენტის პრაქტიკებს, წინა RTB-ის მიერ ჩატარებული სამუშაოებიდან, დაინტერესებული პირების მხრიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისა და დაგეგმილი საცდელი აქტივობების დახვეწის მიზნით. PM მოახდენს კოორდინირებას სადგურებზე და საცდელ ნაკვეთებზე SRCA-თან და FESC-თან ერთად, ადგილობრივი პირობებისთვის მისადაგებული საუკეთესო პრაქტიკების გამოსავლენად. შესაფასებელი პრაქტიკების მაგალითებს განეკუთვნება: PS, დასაწყობების პრაქტიკები ოპტიმალური ხარისხის შესანარჩუნებლად, თესლის დამუშავება, დასაწყობების-შემდგომ დიფუზური სინათლის შეღწევადობა და წინა-დარგვითი ნეგატიური სელექცია (ქვედა ტუბერების მოცილება). კანდიდატების მეთოდები შეფასდება პირველად (სმს) საცდელ სადგურებზე ორ მთავარ კარტოფილის წარმოების არეალში—ერთი დაბლობში (წილკანი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) და მეორე მაღლობში (ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი). სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სმს) სადგურებზე, ყველა საცდელი ნაკვეთი მოეწყობა შესაბამისი დიზაინით, სტატისტიკური შედარებისთვის. (16). მარტივი კვლევები ჩატარდება ფერმერის ნაკვეთში, რეგიონისდა მიხედვით. საცდელი ნაკვეთები იქნება დაკავშირებული და გაანალიზებული საცდელ სადგურებთან “Mother–Baby” დიზაინის გამოყენებით (10).
ამ კვლევების შედეგების საფუძველზე, PM და PI მოახდენს კოორდინირებას სოფლის მეურნეობის სამინისტორს –FESC-თან სატრეინინგო და საცნობარო მასალების შესაქმნელად. აღნიშნული გადაეცემათ ფერმერებსა და ტრენერებს, მიეწოდებათ ინფორმაცია ფერმერული პრაქტიკების მუშაობისა და შესაძლო განხორციელების შესახებ. აქ პროექტმა შესაძლებელია იხელმძღვანელოს CIP-ის სხვა პროგრამებით, სადაც მსგავსი მასალები შემუშავებულია SSA (6) როგორც RTB მუშაობის ნაწილი. PM და PI ითანამშრომლებს სოფლის მეურნეობის სამინისტორს-FESC-თან, TOT-ის გეგმის შემუშავება-იმპლემენტაციისთვის, ორ სამიზნე რეგიონში. TOT-შეიქმნება გამოცემული მეთოდოლოგიისა და CIP წინასწარი გამოცდილების საფუძველზე (14).
გამოსავალი 4. ვირუსისადმი რეზისტენტული ახალი ჯიშები და თესლით გავრცელებული სხვა პათოგენების იდენტიფიკაცია
PM დაPI შექმნის დოკუმენტაციასა და პრეზენტაციას, რომელიც განმარტავს ISH-ის კონცეფციასა და მასპინძელი მცენარის რეზისტენტულობის მნიშვნელობას კარტოფილის თესლის დეგენერაციის PSD-ის მენეჯმენტში. აღნიშნული წარედგინებათ და განიხილება პირველ დაინტერესებული მხარეებისთვის ორგანიზებულ ვორქშოპზე. მეწარმეების მიერ და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოღვაწე კარტოფილის ექსპერტების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემუშავდება ინტეგრირებული ვირუსისადმი რეზისტენტული სკრინინგის სპეციალური გეგმა, არსებული ოქმების გამოყენებით (1).
PM დაPI, სოფლის მეურნეობის სამინსტროსთან კოორდინირებით, მოაწყობს საველე და სასათბურე საცდელ სადემონსტრაციო ნაკვეთებს, აღნიშნულ მონაკვეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიშების ვირუსისადმი რეზისტენტულობისა და ყველაზე პერსპექტიული, გამოსაყენებელი ჯიშების შესასწავლად (ca. 30), არსებული ოქმების გამოყენებით (1). აგრარული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამოიყენებს ინფორმაციას დეგენერაციის მოდელირებაში. საველე კვლევებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო კვლევით ცენტრთან (SRCA) ერთად შეარჩევს CIP-დან ინტროდუცირებული ყველაზე პერსპექტიული შესაწყვილებელი მასალიდან ორ სავარაუდო ჯიშს.
კვლევის შედეგების გავრცელება, შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება
კვლევის შედეგების გავრცელება წარმოადგენს პროექტის უმთავრესს მიზანს. კვლევის შედეგები გავრცელდება რეპორტებისა და პუბლიკაციების გზით (ჟურნალის ფორმით) მეწარმეთა ვორქშოპებზე. შესაძლებლობები გაძლიერდება საქართველოში რამდენიმე ინსტიტუტს შორის. აგრარული უნივერსიტეტი გაიცნობს ახალ მეთოდოლოგიას თესვის სისტემების მოდელირებასთან და დეგენერაციასთან დაკავშირებულს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სმს) შესაძლებლობები გაძლიერდება კართოფილის სათესლე სისტემების დაგეგმარებაში და მისი წარმატების შეფასებაში. მაგ: SIAC მეთოდოლოგია ექსპერტების გამოსავლენად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ძლიერი და შედარებით იაფი გზა შედეგებზე მონიტორინგის განსახორციელებლად. (სმს) ჩართულობის ელემენტები თესლის სერტიფიცირებაში იქნება სარგებლობის მომტანი დაავადებების გამოვლენის გაძლიერებული შესაძლებლობებისა და უფრო ეფექტური საველე ინსპექტირების გზით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს-FESC შესაძლებლობები ფერმერთა გადამზადების მეთოდებში, დაკავშირებული მეურნეობებში წარმოებული თესლის ხარისხის მენეჯმენტთან მნიშვნელოვნად გაიზრდება.