კვლევის მეთოდოლოგია და პროცედურები
შემოთავაზებული პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა გააუმჯობესონ საქართველოში მოქმედი კარტოფილის მწარმოებლების საარსებო საშუალებები, ISH სტრატეგიის იმპლემენტაციით, ქვეყანაში კარტოფილის თესლის გასაუმჯობესებლად. პროექტის პარტნიორებს მიეცემათ საქართველოს კონტექსტში ISH-თვის სამეცნიერო კვლევების ჩატარების შესაძლელობა, ქვეყნისთვის კარტოფილის თესლის რეალური გეგმის შემუშავება და თესლის მწარმოებლებისა და ფერმერების გადამზადებისთვის საჭირო სტრუქტურების ჩამოყალიბება/იმპლემენტაცია. ADA-მიერ დაფინანსებული FAO პროგრამებმა ხელი შეუწყო საქართველოს ხორბლის თესლის რეგულაციების გაუმჯობესებას; აღნიშნული გზას უკაფავს ქვეყანაში არსებულ, მეორე ყველაზე მნიშვნელოვან კულტურას, კარტოფილს. როგორც ადრე ავღნიშნეთ, შეთავაზებულ პროექტში PI აქტიურად რთავს მთავარ დაინტერესებულ მხარეებს (მაგ: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგრარული უნივერსიტეტი და BOKU უნივერსიტეტი) გეგმის შემუშავების პროცესში.
პროექტი უზრუნველყოფს შედეგების გავრცელებას, კარტოფილის შესახებ არსებულ CIP/საქართველოს ინიციატივაში ინტეგრირებით, რომელსაც გააჩნია ფართო მანდატი, ზოგადი პროდუქტიულობის გაუმჯობესებისა და კარტოფილის სექტორის მდგრადობის. ამგვარად, პროექტიდან გამომდინარე შედეგები (მაგ: ქვეყნის სათესლე გეგმა, თესლის წარმოების შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო, პათოგენების დადგენისა და საველე ინსპექტირების სახელმძღვანელო მითითებები და ვირუსისადმი რეზისტენტული ახალი ჯიშები) პირდაპირ ჩაიდება უფრო დიდ საკარტოფილე ინიციატივებში.
როლებისა და პასუხისმგებლობების დადგენა/განსაზღვრისთვის დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან. წლიურ შეხვედრებზე მოხდება დაინტერესებული მხარეებისთვის მიმდინარე პროგრესისა და შემდგომი წლების გეგმების შესახებ განახლებული ინფორმაციების მიწოდება. გარდა ამისა, პროექტის დასასრულს მოეწყობა ვორქშოპი/სემინარი, კარტოფილის წარმოებაში ჩაბმული ფართო მასებისთვის პროექტის შედეგების გაცნობა/პრეზენტაციისთვის.