ISHPOTATO

GET IN TOUCH: WWW.CIPOTATO.ORG
  • English
  • Georgian
  • Homepages – ARIES
  • ABOUT US
    • CIP- ზოგადი ინფორმაცია
    • CIP-საქართველო
    • CIP-ის გენბანკი
    • კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი [ვიდეო-სიუჟეტი]
    • Potatoes on Mars
  • PROJECT INFO
    • პროექტის შესახებ
    • აქტივობები გაწერილი შესასრულებელი მიზნებისდა მიხედვით
    • მოსალოდნელი შედეგები
    • კვლევის მეთოდოლოგია და პროცედურები
    • ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული (ISH) სტრატეგია
    • დონორების დამოკიდებულება
    • ჩვენი პარტნიორები
    • კარტოფილი  საქართველოში
    • ბენეფიციარები
  • MEDIA
    • სიახლეები
    • Events
    • Gallery
    • Media Coverage
  • Home
  • კარტოფილი  საქართველოში

კარტოფილი  საქართველოში

კარტოფილი წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურას საქართველოში,  დაახლოებით 25,000 ჰა ითესება და კარტოფილის წლიური მოხმარება  ერთ სულ მოსახლეზე მიახლოებით   55 კგ შეადგენს.  თითქმის მოწეული კარტოფილის უმეტესობა მოიხმარება  პირველადი სახით  და ქართველები  ამ კულტურას უწოდებენ როგორც „მეორე პურს“. მიუხედავად კარტოფილის გაზრდილი მნიშვნელობისა დიეტებში და კულტურებში, მისი მოსავლიანობა ქვეყანაში კვლავ რჩება დაბალი, დაახლოებით 12 ტ/ჰა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბევრ ჩრდილო ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს, კერძოდ:  40 ტ/ჰა ან უფრო მეტი. კვლევებმა აჩვენეს, რომ დღესდღეობით არსებული ჯიშებით, დასაშვები  მოსავლიანობა (საექსპერიმენტო სადგურებში და საუკეთესო მაღალ-მოსავლიან ფერმებში)  შეადგენს 25–30 ტ/ჰა. შეთავაზებული პროექტი სათანადო წვლილს შეიტანს ფაქტიურ და დასაშვებ მოსავლიანობებს შორის ამ უზარმაზარი შუალედის/ინტერვალის შესამცირებლად.

ტუბერები წარმოადგენენ სათეს მასალას, ან კარტოფილის თესლს. ცუდი ხარისხის სათესლე კარტოფილი წარმოადგენს ერთერთ უმთავრეს მიზეზს დაბალი პროდუქტიულობისა და საქართველოში საკარტოფილე კულტურის შემცირებული მოგების (3,13). როგორც ვეგეტაციურად გამრავლებადი კულტურა, სათესლე კარტოფილი ახდენს მავნებლების, პათოგენებისა და განსაკუთრებით ვირუსების აკუმულირება/თავმოყრას, უწყვეტი კულტივირების სეზონზე. ეს კი თავის მხრივ იწვევს მოსავლიანობის მწარმოებლურობის შემცირებასა და/ან პროდუქტის ხარისხის გაუარესებას. ამ ფენომენს უწოდებენ კარტოფილის თესლის დეგენერაციას (PSD). PSD-ის პრობლემებთან გასამკლავებლად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, თესლის სერტიფიცირების სისტემები შეიმუშავეს აშშ და ევროპაში. ეს სისტემები იყო ძალიან წარმატებული, უზრუნველყოფდა ფერმერებს მაღალხარისხიანი თესლით და ფაქტიურად აღმოფხვრიდა PSD მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში. ბევრი მცდელობები გატარდა  კარტოფილში, სერტიფიცირებული სათესლე სისტემების ჩამოსაყალიბებლად, დაბალ-შემოსავლიან ქვეყნებშიც. თუმცა ძალიან მცირე წარმატებებით, რადგანაც კარტოფილის მწარმოებლების უმრავლესობა ამ არეალში, სათესლე კარტოფილის წყაროდ იყენებდა არაფორმალურ სათესლე სისტემებს  (მაგ: ფერმაში მოყვანილი, მეზობლებისგან ან ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თესლი და აშ). ასეთი თესლი ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან დეგენერატირებული და გამოიწვიოს პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი შემცირება.

დღესდღეობით, საქართველოში კარტოფილის თესლის 70% არის თვით -წარმოებული/გადანახული (როგორც პროდუქციულობის წარმოების ნაწილი), მოყვანილი მეურნეობებში, მცირე ფერმერების მიერ, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებულნი თესლის ხარისხის შენარჩუნების პრაქტიკებში (მაგ: სწორი დასაწყობება). ასეთი თესლის უმეტესობა განიცდის კარტოფილის თესლის დეგენერაციას PSD. თესლის ის ნაწილი რომელიც შეძენილია  მოვაჭრეებისგან, მოდის აგრეთვე სათესლედ შენახული ტუბერების სახით, ყოველგვარი სერტიფიცირების, სწორად ტომრებში ჩაყრისა და ეტიკეტირების გარეშე. ფერმერები რუტინულად არ იყენებენ ფერმაში მოყვანის პრაქტიკებს და მიზნად ისახავენ: თესლის ხარისხის შენარჩუნებას, თესლის დამუშავებასა და თესლის სელექციას. მათ ასევე, სისტემატურ რეჟიმში არ გააჩნიათ ტრეინინგისადმი ხელმისაწვდომობა, რომელიც გამოუმუშავებდა მათ კარტოფილის მოსავლის სწორად მოვლის უნარ-ჩვევებს. იმპორტირებულ თესლზე ხელმისაწვდომობა საქართველოში შეზღუდულია და ასეთი თესლი ზოგადად ძალიან ძვირია  ევროს ვალუტის მაღალი ფარდობითი ღირებულების გამო.  გამრავლებული თესლის ღირებულება იმპორტირებული სათესლე მასალიდან დაახლოებით  2–3 ლარი/კგ, მაშინ როდესაც თესლი ადგილობრივი წყაროებიდან  0.5–0.8 ლარი/კგ.  მეორე გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ იმპორტირებული თესლის ხარისხი გარანტირებული არ არის. მაგ: თესლის ხარისხი ზოგჯერ მნიშვნელოვნად უარესდება ცუდი ტრანსპორტირების პირობებში. გარდა ამისა, ევროპიდან იმპორტირებული სათესლე მასალა არ წარმოადგენს იმ ჯიშებს, რომელიც რეზისტენტული იქნება PSD-ის გამომწვევი პათოგენების მიმართ, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ ორ ყველაზე საშიშ მოსავლიანობის-კლების გამომწვევ ვირუსებს, კერძოდ კარტოფილის ვირუსი Y და კარტოფილის ფოთლის დახუჭუჭებას. ყველა ამ ფაქტორების გამო, საქართველოში გამოყენებული კარტოფილის თესლის უმეტესობა განიცდის კართოფილის თესლის დეგენერაციას PSD.

 

News Feed

  • შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი!

  • Strategy and corporate plan 2014–23

  • Annual Report 2018 – “Towards food system transformation”

  • “კარტოფილის ფესტივალი”

  • კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (SRCA) გიწვევთ ღონისძიებაზე – “კარტოფილის ფესტივალი”

  • საინფორმაციო ვიდეო რგოლის „შეარჩიე საუკეთესო“ გადაცემა „აგრო სიახლეებ“- ში სატელევიზიო განთავსების მონიტორინგი

  • სერტიფიკატი ფერმერთა გაერთიანებული ორსეზონიანი (2018-2019) კვლევისათვის

  • სამუშაო შეხვედრა თემაზე – კარტოფილის თესლის სერტიფიცირების გზების განვითარება

  • კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) გიწვევთ ვორქშოფზე – კარტოფილის თესლის სერტიფიცირების სისტემის შექმნა

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა

GET A FREE QUOTE

Please fill this for and we'll get back to you as soon as possible!

FUNDED BY THE REPUBLIC OF AUSTRIA

 

NEWSLETTER SIGNUP

By subscribing to our mailing list you will always be update with the latest news from us.

We never spam!

NEWS FEED

  • შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი!

  • Strategy and corporate plan 2014–23

  • GET SOCIAL

© 2018. All rights reserved.

TOP