ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული (ISH) სტრატეგია
დაბალ-შემოსავლიან ქვეყნებში, კართოფილის თესლის დეგენერაციის PSD პრობლემებთან გასამკლავებლად, თომას შარმა და სხვებმა შეიმუშავეს ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული (ISH) სტრატეგია. ის მოიცავს 1) ფერმერულ პრაქტიკებს, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ თესლის ხარისხი; 2) ჯიშების ადაპტაციას, რომელთა დეგენერაციის პროცესი შენელებულია მათი ბუნებრივი რეზისტენტობის გამო PSD-ის გამომწვევი ორგანიზმების მიმართ; 3) უფრო მეტი სერტიფიცირებული თესლის სტრატეგიული გამოყენება (მაგ: მცირე რაოდენობით შეძენა ან ნაკლებად ხშირად, დამოკიდებულია ISH სხვა კომპონენტებზე). ეს მიდგომა შემუშავდა როგორც RTB-ის ნაწილი, რომელმაც წამოიწყო პროექტი 2012 წელს, RTB-ის კულტურებში დეგენერაციის პრობლემის გადასაჭრელად.
ამ პროექტის სამიზნე ბენეფიციარებს წარმოადგენენ საქართველოში კარტოფილის მწარმოებელი მცირე ფერმერები, რომლებიც გააუმჯობესებენ სათესი/სარგავი მასალის ხარისხს, პროდუქტიულობას, მოსავლიანობის სტაბილურობასა და მათი და მათი ოჯახების შემოსავლებისა და ცხოვრების ხარისხს. კარტოფილის მოსავლიანობის ზრდით შესაძლებელია მომხმარებელმაც მიიღოს გარკვეული სარგებელი, დაბალი და/ან უფრო სტაბილური ფასებიდან გამომდინარე. გაუმჯობესებული სათესი სისტემა გამოიწვევს ახალი ჯიშების უფრო ეფექტურ გავრცელებას, რომლებიც პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით, სარგებლობის მომტანია ფერმერებისა და მომხმარებლებისთვის. მაგ: CIP დღესდღეობით მუშაობს მიკროელემენტებით, რკინითა და თუთიით გამდიდრებული კარტოფილის ახალი ჯიშების შექმნაზე. აღნიშნულ ჯიშებს შემოიტანენ საქართველოში CIP-სა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, როგორც საკვები ელემენტების დეფიციტით გამოწვეული არასრულფასოვანი კვების პრობლემის გადაჭრის გზა. საქართველოში, რკინის დეფიციტი წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის და 3-15 წლამდე ასაკის ბავშვებში. შემოთავაზებული კვლევა ხელს შეუწყობს PSD-ის პრობლემებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ფერმერებს შორის ცნობიერების ამაღლებას.
მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე ჯგუფების სარგებლიანობის რიცხობრივი პროგნოზირება სირთულეს წარმოადგენს, CIP წინა გამოცდილება უჩვენებს, თესლის ხარისხის გაუმჯობესებით პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებელს. მაგ: მკვლევარებმა სუბ-საჰარულ აფრიკაში (SSA), ერთ სეზონზე PS-ის მიდგომების გამოყენებით, დააფიქსირეს საშუალოდ მოსავლიანობის ~30% ზრდა. PS არ არის 100%-ით ეფექტური—ფერმერებს შესაძლებელია გამორჩათ მოსავლის დაფიქსირება ან უმნიშვნელოდ გამოიწვიეს მცენარის დაინფიცირება – ამგვარად გარკვეული მოსავლის დანაკარგი სახეზეა. სავარაუდოდ, ეს კვლევები წარმოადგენენ ფერმერთა ნაკვეთებში, დეგენერაციით გამოწვეული ფაქტიური მოსავლიანობის დანაკარგების მაღალ მაჩვენებლებს. ასევე, კარტოფილის ნათესების სრულყოფილი მოვლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გაადვილებს კარგი აგრონომიური პრაქტიკების დამკვიდრებას, რაც თავის მხრივ გაზრდის კარტოფილის მოსავლიანობას საქართველოში.
არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ მასპინძლის რეზისტენტულობა PSD-ის პატოგენების მიმართ ფერმერებისთვის სარგებლობის მომტანია. თესლის დეგენერაციის რამდენიმე კვლევაში, შეადარეს ორი ან მასზე მეტი ჯიში, ზოგჯერ რეზისტენტობის ცნობილი დონეებითა და მოსავლიანობის დანაკარგში გასხვავებული მაჩვენებლებით. კენიაში, მაგ: ოთხი სეზონის შემდეგ, სხვადასხვა ვირუსების მიმართ გენოტიპების რეზისტენტულობაში მოსავლის საერთო კლებამ შეადგინა 5%-დან 33%-მდე, მაშინ როდესაც მოსავლიანობის კლება ადგილობრივ უგანდურ და კენიურ ჯიშებს შორის შეადგენდა 56% დან 58 %-მდე მაჩვენებელს.
განვითარებული პრობლემების ანალიზი: საქართველოს აქვს შესანიშნავი აგრონომიური და გარემო პირობები, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მაღალი ხარისხის თესლის წარმოება ადვილად არის შესაძლებელი. საბჭოთა კავშირის დროს, ორივე აქტივობა თესლწარმოება და თესლის სერტიფიცირებაც იყო ცენტრალიზებული და უმთავრესად თესლი იწარმოებოდა რუსეთში, ბელარუსიაში და უკრაინაში. თესლი შემდეგ ნაწილდებოდა მთელს საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოშიც, შემდგომი გამრავლებისა და საბოლოო სერტიფიცირებისთვის. ამგვარად, სრული თესლწარმოების ჯაჭვი არ არსებობდა იმ დროინდელ საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თესლის შემოდინებისა და სერტიფიცირებისთვის მხარდაჭერის მექანიზმი მოიშალა, რამაც გამოიწვია სერტიფიცირებული თესლწარმოების შეჩერება საქართველოში. მოგვიანებით, ევროპიდან შემოტანილი იქნა მაღალი ხარისხის თესლი, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით; საქართველოში აღნიშნული თესლის გამრავლების შემდეგ, იგი აკმაყოფილებდა თესლზე მთლიანი მოთხოვნის 10 % ნაკლებს. ამ ეტაპზე, საქართველოში, იმპორტირებული თესლის ხარისხზე კონტროლი არ ხორციელდება.
საქართველოში სოფლის მეურნეობა ხასიათდება მცირე მეწარმეობით. დაახლოებით 656,000 ფერმერული მეურნეობაა, რომელთა საშუალო ზომა შეადგენს 1.25 ჰა. ფერმები გადანაწილებულია მიმოფანტულ ნაკვეთებად. ეროვნული სტატისტიკის მონაცემების საფუძველზე და ფერმერული მეურნეობების ზომების გათვალისწინებით, დაახლოებით 50,000 ოჯახი არის ჩაბმული კარტოფილის წარმოებაში, როგორც კომერციული ისე შიდა მოხმარების მიზნით.