CIP- ზოგადი ინფორმაცია
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) წარმოადგენს სასოფლო სამეურნეო კვლევისა და განვითარების ორგანიზაციას, სპეციალიზირებულს ფესვთა სისტემებში და ტუბერიან კულტურებში, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, შიმშილის, სიღარიბის, გენდერული უთანასწორობის, კლიმატური ცვლილებებისა და ბუნებრივი რესურსების დეგრადაციის წინააღმდეგ ეფექტური გადაწყვეტილებების გატარების უზრუნველსაყოფად. სათაო ოფისი პერუში, 20 ქვეყანაში მოქმედი ოფისით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს (CIP) მოაქვს 45 წლიანი გლობალური გამოცდილება კარტოფილისა და ბატატის, ტუბერიანი კულტურების კვლევებში და განვითარებაში. CIP არის სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის წევრი (CGIAR) კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. CIP განავითარა ბატატის, კარტოფილისა და სხვა ბოსტნეული კულტურების კლიმატისადმი მდგრადი და ყუათიანი ჯიშები, მათ შორის ბიოლოგიურად გაუმჯობესებული, ნარინჯისფერ-რბილობიანი ბატატი (OFSP), რისთვისაც CIP მეცნიერები დაჯილდოვდნენ 2016 წელს საერთაშორისო პრიზით. CIP ასევე გვევლინება 2016 წლის ალ-სუმაიტის სურსათის უვნებლობის პრიზის მფლობელად, აფრიკელ ფერმერებსა და შინამეურნეობებში ბატატის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის, A ვიტამინის დეფიციტის საწინააღმდეგოდ, რომელიც წარმოადგენს არასრულფასოვანი კვების ერთერთ ყველაზე მწვავე ფორმას. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის R&D პროგრამები, მეცნიერული გზით მიღებული პროდუქტების მიწოდებითა და საუკეთესო პრაქტიკებით აუმჯობესებენ მთელს მსოფლიოში, მილიონობით ფერმერებისა და ოჯახების მოსავლიანობას, შემოსავლებსა და ჯამრთელობას. CIP-ში, შიმშილის აღმოფხვრა წარმოადგენს დამღლელი სამეცნიერო კვლევებისა და ადამიანური ქცევების სიღრმისეული გაგების შედეგს. ჩვენი გუნდი მუშაობს ფესვებისა და ტუბერების საკვები ნივთიერებებით მდიდარი შემადგენლობის მოპოვებაზე და იმავდროულად იწყებს მოთხოვნაზე-დაფუძნებულ კამპანიებს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ გემოვნებას, ჩვევებსა და საბაზრო შესაძლებლობებს.
CIP წარმატებით ახორციელებს ფართო სპექტრის პროექტებსა და პროგრამებს აფრიკაში, აზიაში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომელიც დემონსტრაციულად აწვდის საკვებ ნივთიერებებსა და ეკონომიკურ სარგებელს მცირე მეწარმეებსა და მათ თემებს. მთელს მსოფლიოში, მთელი რიგი აქტივობები განხორციელდა კარტოფილის, ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერების, სურსათის უვნებლობისა და კვებითი რაციონის დივერსიფიკაციაში მისი განსაკუთრებული როლის წარმოჩინებისა და რკინითა და თუთიით გამდიდრებული, ბიომრავალფეროვანი კარტოფილის ჯიშების ინტროდუცირების კუთხით. გარდა ამისა, CIP დააფუძნა OFSP როგორც უმთავრესი, ბიოლოგიურად მასტიმულირებელი კულტურა და A ვიტამინის შესანიშნავი წყარო ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე სათავე დაუდო OFSP ტექნოლოგიების ჩამოყალიბება-გავრცელებას და აქტიურად ახორციელებდა საკვების ინტერვენციას აფრიკაში და აზიაში, პარტნიორებთან, ეროვნულ ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან ერთად.
CIP-ის პროგრამებია:
- CIP განავითარა თესლი, ტექნოლოგია და ტრეინინგის სისტემები, რომელიც აუმჯობესებს მცირე ფერმერთა ხელმისაწვდომობას მოწინავე კვების ტექნოლოგიებთან და მასთან დაკავშირებულ უნარებთან. აღნიშნული სისტემები იმართება მცირე ბიზნესებითა და ქსელში ჩართული ფერმერებით, სოფლის მეურნეობაში და მედიცინაში მოღვაწე ეროვნულ საექსტენციო სამსახურებთან ერთად.
- CIP ატარებს უახლესი კვების სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევებს სახელისუფლებო და კერძო სექტორებში მოღვაწე პარტნიორებისთვის, ფესვებისა და ტუბერიანი კულტურების გამოყენების გზით, მაღალ ენერგეტიკული ღირებულების საკვები პროდუქტების შესაქმნელად და გასაანალიზებლად.
- CIP გააერთიანა ინტეგრირებული სოფლის მეურნეობის – საკვების -მარკეტინგული მიდგომების ზემოთ აღნიშნული ტექნიკური ინტერვენციები, რომელიც თავის მხრივ ადაპტირებულია 12-ზე მეტი ქვეყნის პირობებთან და დაამტკიცა რომ წარმოადგენს ღირებულსა და გამოყენებადს, სხვადასხვა პარტნიორების მიერ, სახელისუფლებო და სამოქალაქო საზოგადოებიდან.
- CIP გააჩნია ათწლოვანი გამოცდილება განვითარებად ქვეყნებში, ორივე ტუბერიანი კულტურის, კარტოფილისა და ბატატის სათესლე სისტემების განვითარებაში, ადრეული თაობის თესლის წარმოების ინოვაციური მეთოდების ჩათვლით (ქსოვილის კულტურის (ინვიტრო) ლაბორატორიების, ჰიდროპონიკისა და სხვა სწრაფი მულტიპლიკაციის ტექნიკების გამოყენებით).
- CIP გააჩნია ფართო გამოცდილება გენდერული რეაგირებისა და ინკლუზიური მიდგომებით ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაში, ასევე გენდერული რეაგირების მრავალფეროვნების შერჩევა/სელექციაში, ღირებულებათა ჯაჭვის მექანიზმებში, მამაკაცებისა და ქალების საჭიროებებზე მორგებულ გენდერულ-სენსიტიურ პრაქტიკებში. CIP აქტიურად მუშაობს ქალ ფერმერებთან და რეალიზატორებთან, მათი შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების გასაფართოვებლად და უფრო ფართო და მაღალ კონკურენტულ ბაზრებზე შესაღწევად.
- CIP აღიარებს პარტნიორობის განვითარების გამოცდილებას ადგილობრივი კვლევებისა და განვითარების პარტნიორ და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან. USAID შეუძლია არა მარტო CIP მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენება, არამედ ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გამოყენებაც, რომელსაც ფლობენ ჩვენი სელექციონერები, მკვლევარები, კურატორები, ტექნიკოსები, პრაქტიკოსები, ასევე ჩვენი ქსელის საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუციონალური პარტნიორები.
- CIP წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ, გლობალურ ლიდერს, A-ვიტამინით გამდიდრებულ, ადგილზე ადაპტირებული OFSP ჯიშების განვითარება/გავრცელებაში, რომელსაც შეუძლია სტრესულ პირობებში მოსავლის მიღების უზრუნველყოფა, როგორიცაა მწვავე კლიმატური ცვლილებების ნეგატიური ზემოქმედება, გვალვების, წყალდიდობების, ტემპერატურის მატების, ნიადაგში სიმლაშის მატების, ახალი მავნებლებისა და დაავადებების არსებობისას.
- CIP არის პიონერი აფრიკაში OFSP პიურის, თაროზე-სტაბილურად არსებული პროდუქტის შექმნაში, როგორც სტრატეგიული შუალედური პროდუქტი, ბატატის მალფუჭებადობის წინააღმდეგ და ფართო სპექტრის OFSP კომერციული გამოყენების საქმეში, როგორც მაღალ ენერგეტიკული პროდუქტი, შესული სასოფლო-სამეურნეო და ურბანულ ბაზრებზე.