CIP-საქართველო
საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი კოლაბორაციით, 2016 წელს, ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით, კარტოფილის საერთშორისო ცენტრმა CIP ხელი მოაწერა ინტერ-ინსტიტუციონალური ჩარჩო თანამშრომლობის მემორანდუმს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრთან.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს CIP და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის ტექნიკური და სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ის გულისხმობს (I) საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში კარტოფილის შესახებ უახლესი კვლევების ჩატარების შესაძლებლობების გაძლიერებას; (II) ახალი კარტოფილის ჯიშების განვითარებასა და გავრცელებას, ეროვნული და რეგიონალური ეკოსისტემებისთვის და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვისთვის საჭირო მახასიათებლების ჩართვას; (III) ფერმერული საქმიანობის გაუმჯობესებასა და რეგიონში მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის წარმოებას; (IV) სათანადო ბაზის ჩამოყალიბებასა და შედეგების შეფასებას; (V) საქართველოში, ფართოდ გავრცელებული ჯიშების გაუმჯობესებას ახალი გენების დამატებით, ან არსებული გენების მოდიფიკაციით, გენური ინჟინერიით, გენომის რედაქტირებით, ან გენის აქტივობის დახშობით, ფუნგიციდების გამოყენების შემცირებისა და მოსავლის ზრდის მიზნით.