შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი!
Annual Report 2018 – “Towards food system transformation”
AR CIP 2018 (1)
სერტიფიკატი ფერმერთა გაერთიანებული ორსეზონიანი (2018-2019) კვლევისათვის
საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა – კახაბერ ჯანუყაშვილმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა – დალი წიკლაურმა, წარმატებით დაასრულეს ფერმერთა გაერთიანებული ორსეზონიანი (2018-2019) კვლევა პოზიტიური შერჩევის სფეროში თვითწარმოებული სათესლე კარტოფილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები.
- Published in News, გალერეა, ღონისძიებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) რესურსების მობილიზაციის დირექტორი, პიეტრო ტურილი, სეციალისტი, ელიზაბეტ ულმანი და CIP-ის რეგიონალური ლიდერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსუდან მდივანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს შეხვდნენ. მხარეებმა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტის განვითარებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის
სემინარი თემაზე: კარტოფილის ჯანსაღი სათესლე მასალის ინტეგრირებული სისტემა საქართველოში
2017 წლის 11-14 ოქტომბერს, თბილისში, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა (CIP), მის პარტიორებთან ერთად საქართველოში პროექტის – „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში ორგანიზება გაუკეთეს სემინარს. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ხოლო აღსრულებულია კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) მიერ.
- Published in გალერეა, ღონისძიებები
საქართველოში სოფლის მეურნეობის გაძლიერების პროექტი ოფიციალურად დაიწყო
საქართველოში სოფლის მეურნეობის გაძლიერების პროექტი ოფიციალურად დაიწყო, ცენტრალურ აზიაში და კავკასიაში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) საქართველოს წარმომადგენლობის რეგიონალური ოფისის გახსნის ცერემონიალზე, რომელიც ჩატარდა თბილისში, 2017 წლის 11 ოქტომბერს. ამ ღონისძიების ფარგლებში, CIP მეცნიერებმა წარადგინეს პრეზენტაციები პროექტის მიზნებისა და აქტივობების შესახებ ფართო აუდიტორიის წინაშე.
- Published in News, გალერეა, ღონისძიებები