პროექტის შესახებ
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახორციელებს სამ წლიან პროექტს „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად (ADA) მხარდაჭერილი 2017 წლის ივლისიდან.
პროექტის საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ფერმერების საარსებო პირობების გაუმჯობესება, მათი მოგების ზრდით, კარტოფილის მოსავლის მდგრადობითა და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნული მოთამაშეების შესაძლებლობების ზრდით. ამის მიღწევა შესაძლებელია კარტოფილის თესლის გაუმჯობესებით, საიდანაც სარგებელს მიიღებენ კარტოფილის მწარმოებელი მცირე ფერმერები, რომლებიც გააუმჯობესებენ სათესი/სარგავი მასალის ხარისხს, პროდუქტიულობას, მოსავლიანობის სტაბილურობასა და მათი და მათი ოჯახების შემოსავლებისა და ცხოვრების ხარისხს. კარტოფილის მოსავლიანობის ზრდით შესაძლებელია მომხმარებელმაც მიიღოს გარკვეული სარგებელი, დაბალი და/ან უფრო სტაბილური ფასებიდან გამომდინარე. გაუმჯობესებული სათესი სისტემა გამოიწვევს ახალი ჯიშების უფრო ეფექტურ გავრცელებას, რომლებიც პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით, სარგებლობის მომტანია იქნება ორივე მხარისთვის, როგორც ფერმერებისთვის ისე მომხმარებლებისთვისაც.
სტრატეგია
პროექტის საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ფერმერების საარსებო პირობების გაუმჯობესება, მათი მოგების ზრდით, კარტოფილის მოსავლიანობის მდგრადობითა და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნული მოთამაშეების შესაძლებლობების გაზრდით. პროექტის მიზანია საქართველოში ფერმერების მიერ მოყვანილი კარტოფილის თესლის ხარისხის გაუმჯობესება.
გამოსავალი/შედეგები
- საქართველოსთვის შემუშავებული კარტოფილის სათესლე გეგმის თანხვედრა ჯანსაღი თესლის ინტეგრირებულ (ISH) სტრატეგიებთან.
- გამოწვევები დღევანდელ სერტიფიცირებულ სათესლე სისტემებში დადგენილია და აღმოფხვრილია.
- თვითწარმოებული თესლის მენეჯმენტის გადამზადების გეგმა შემუშავებულია და ინტეგრირებულია მოქმედ ფერმერთა -დატრეინინგების ქსელში.
- ვირუსისადმი რეზისტენტულობის მქონე კარტოფილის ახალი ჯიშები დადგენილია და ხელშეწყობილი როგორც ISH სტრატეგიის ნაწილი.
აქტივობები
გამოსავალი 1: საქართველოსთვის შემუშავებული კარტოფილის სათესლე გეგმა თანხვედრაშია ჯანსაღი თესლის ინტეგრირებულ ISH სტრატეგიებთან.
1.1 ჩაატარეთ საქართველოში კარტოფილის სათესლე სისტემების საბაზისო კვლევა, თესლის ღირებულებათა ჯაჭვზე განსაკუთრებული ფოკუსირებით.
1.2 გამოიყენეთ საბაზისო კვლევების მონაცემები სათესლე სისტემების ადგილმდებარეობის დასადგენად, ქსელის გაანალიზებითა და მოდელირებით ჩამოაყალიბეთ თესლის დეგენერაციის სავარაუდო სცენარები; შეაფასეთ თესლის ხარისხის როლი მოსავლიანობებს შორის არსებული შუალედში აგრარული წარმოების სისტემების სიმულატორის (APSIM) მოდელის გამოყენებით.
1.3 ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შედეგებზე დაყრდნობით, შეიმუშავეთ და ჩამოაყალიბეთ ეროვნული სათესლე გეგმა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით.
1.4 პროექტის ბოლოს შეაფასეთ პროგრესი პროექტის მიზნებთან მიმართებაში.
გამოსავალი 2: სისუსტეები/გამოწვევები დღევანდელ სერტიფიცირებულ სათესლე სისტემებში დადგენილია და აღმოფხვრილია.
2.1 დაადგინეთ საქართველოზე მორგებული ყველაზე ეფექტური დაავადებების გამოვლენის ტექნოლოგიები და შეიმუშავეთ სათანადო ოქმები
2.2 დაადგინეთ თესლის სხვადასხვა თაობისთვის ყველაზე საუკეთესო გამრავლების/მულტიპლიკაციის პრაქტიკები
2.3 შექმენით ტრეინინგის მასალები თესლის მწარმოებლებისთვის/ სელექციონერებისთვის.
2.4 დაადგინეთ საქართველოზე მორგებული ყველაზე შესაფერისი სერტიფიცირების სტადარტები, რომელიც თანხვედრაშია სათესლე კარტოფილის UNECE საერთაშორისო სტანდარტებთან;
2.5 დაადგინეთ ადაპტირებული საველე ინსპექტირების საუკეთესო პრაქტიკები სერტიფიცირების სტანდარტების წარსადგენად და შეაფასეთ საველე ინსპექტირების UNECE სტანდარტებთან შესაბამისობა.
გამოსავალი 3: მეურნეობაში წარმოებული თესლის მენეჯმენტის გადამზადების გეგმა შემუშავებულია და ინტეგრირებულია მოქმედ ფერმერთა -დატრეინინგების ქსელში
3.1 დაადგინეთ თვითწარმოებული/შენახული თესლის მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკები ქართულ კონტექსტში
3.2 შეიმუშავეთ ფერმერთა გადამზადების გეგმა ადგილობრივ ფერმერთა საექსტენციო სამსახურებთან ერთად.
3.3 დაგეგმეთ და განახორციელეთ ტრენერების გადამზადება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა–FESC ჩართულობით .
გამოსავალი 4: ვირუსისადმი რეზისტენტულობის მქონე კარტოფილის ახალი ჯიშები დადგენილია და ხელშეწყობილი როგორც ISH სტრატეგიის ნაწილი.
4.1 გამოიყენეთ ვირუსისადმი რეზისტენტული ჯიშები ქართული კარტოფილის სასელექციო პროგრამაში
4.2 შეაფასეთ ვირუსისადმი რეზისტენტულობა ამჟამად ზრდად კომერციულ ჯიშებში და CIP-ის მიერ ინტროდუცირებულ ახალ ჯიშებში.