კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) რესურსების მობილიზაციის დირექტორი, პიეტრო ტურილი, სეციალისტი, ელიზაბეტ ულმანი და CIP-ის რეგიონალური ლიდერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსუდან მდივანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს შეხვდნენ. მხარეებმა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტის განვითარებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძეს, მნიშვნელოვანი ყურადღება მავნებელი დაავადებიბისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოებასა და მოსავლიანობის გაზრდას დაეთმო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრსის მოადგილეებთან – სულხან მოწყობილთან და მამუკა თურმანიძეთან, ასევე, აჭარის სამეცნიერო საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელ, აკადემიკოს, ზაურ ფუტკარაძესთან შეხვედრა აჭარაში გაიმართა. სადაც, საუბრის თემა საქართველოში, კერძოდ აჭარაში, ტკბილი კარტოფილის ინტროდუცირების პერსპექტივები იყო.
სტუმრებმა ჯიღაურას და წილკნის საცდელ-სადემონტრაციო ბაზები დაათვალიერეს და მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრვალებისა და უვირუსო სარგავლი მასალის კვლევის ლაბორატორია მოინახულეს, სადაც CIP-დან მიღებული კარტოფილის 76 კლონის გამოცდა მიმდინარეობს. კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის სათესლე მასალის მიღების მიზნის, მოკრომცენარეების სინჯარებიდან ორანჟერეაში გადარგვა ხდება, მათი გამოცდა კი, საქართველოს 6 რეგიონში, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 3 ჯიში – მესხური, მესხური წითელი და ჯავახეთური, 2 ჯიშის დარეგისტრირებაზე კი მიმდინარეობს მუშაობა.
პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში სტუმრებმა, ასევე, ყაზბეგში არსებული სადემონსტრაციო ნაკვეთები მოინახულეს.